ბიძინა ივანიშვილი ჯორჯ სოროსს  ხვდება

ბიძინა ივანიშვილი ჯორჯ სოროსს ხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი  „ღია საზოგადოება - საქართველოს“ დამფუძნებელ  ჯორჯ სოროსს ხვდება.

პრემიერის პრეს-სამსახურის ინფორმაციით,  შეხვედრა ბიზნეს-ცენტრში მიმდინარეობს.

 ამასთან, როგორც სააგენტოსთვის გახდა ცნობილი, სოროსი და ივანიშვილი ერთმანეთს გუშინ საღამოსაც შეხვდნენ.

ცნობისთვის, სოროსი საქართველოს გუშინ ეწვია. „ღია საზოგადოება -საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის ქეთევან ხუციშვილის თქმით, ჯორჯ სოროსის ვიზიტი არაოფიციალურია და მიზნად ფონდის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ისახავს.