ბუნებრივი აირის მილიარდიანი კონტრაქტი ყალბი აღმოჩნდა

ბუნებრივი აირის მილიარდიანი კონტრაქტი ყალბი აღმოჩნდა

 უკრაინის ხელისუფლება უხერხულ და მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა.ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საჭირო გახდა ინვესტორი მოძებნა, რომელიც შავზღვაში მოპოვებული თხევადი აირის  ტერმინალის მშენებლობაში მიიღებდა მონაწილეობას.

ასეთი ინვესტორიც გამოჩნდა.უკრაინის  ხელისუფლებამ ესპანურ კომპანია Gas Natural Fenosa–თან მილიარდიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ესპანეთის მხრიდან კონტრაქტის გაფორმებას კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა. თუმცა, როგორც შემდგომ გაირკვა, Gas Natural Fenosa–ს თანხმობა არ განუცხადებია კონსორციუმში მონაწილოების , პიროვნებას კი, რომელმაც კომპანიის წარმომადგენლად გაასაღა თავი, საერთოდ არ იცნობს.

დოკუმენტის დაწვრილებით განხილვის შემდგომ აღმოჩნდა, რომ დოკუმენტში იურიდიული და ფინანსური რეკვიზიტები არასწორად იყო მითითებული, ესპანური მხარე კი  არანაირ იურიდულ პასუხისმგებლონას არ კისრულობდა.