თემურ იაკობაშვილი: საელჩოს  საქმე  საქართველოს  წინწამოწევაა  და  არა ამა თუ იმ პოლიტიკურ მოვლენაზე ინფორმაციების გავრცელება

თემურ იაკობაშვილი: საელჩოს საქმე საქართველოს წინწამოწევაა და არა ამა თუ იმ პოლიტიკურ მოვლენაზე ინფორმაციების გავრცელება

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თემურ იაკობაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმად,  საქართველოს საზღვარგარეთ არსებული საელჩოები მცდარ ინფორმაციებს ავრცელებენ.

იაკობაშვილის განცხადებით, საელჩოს საქმე საქართველოს წინწამოწევაა და არა ამა თუ იმ პოლიტიკურ მოვლენაზე ინფორმაციის გავრცელება.

„საქართველოს შესახებ პროცესებზე ინფორმაციას ამერიკული მხარე სხვადასხვა წყაროებიდან იღებს, მათ ჰყავთ თავიანთი საელჩო, ოფისები, სხვადასხვა ორგანიზაციები და ამერიკა არ არის ის ქვეყანა, რომელიც ერთ წყაროს ეყრდნობა ხოლმე. ვისაც აქვს ილუზიები, ან მცდარი მოსაზრებები,  რომ საელჩოები არიან ამაში ჩაბმული, მინდა, მათ ეს მოსაზრებები გავუწბილო და ვუთხრა, რომ საელჩოს საქმე საქართველოს წინწამოწევაა და არა ამა თუ იმ პოლიტიკურ მოვლენაზე ინფორმაციების გავრცელება“, - განაცხადა იაკობაშვილმა.