ბელგიელები საშობაო ნაძვის ხემ აღაშფოთა

ბელგიელები საშობაო ნაძვის ხემ აღაშფოთა

ორი დღის განმავლობაში ათასობით ბელგიელმა  მოაწერა ხელი პეტიციას. ისინი ბრიუსელის ცენტრში ტრადიციული საშობაო ნაძვის ხის ნაცვლად,“აბსტრაქციული“ ილუმინატორული კონსტრუქციის   დადგმას აპროტესტებენ.

ბელგიელებმა პეტიცია სოციალური ქსელებითაც გაავრცელეს.

ბელგიელები უკმაყოფილებას პირველ რიგში ბრიუსელიის მერიის წინააღმდეგ გამოთქვამენ, რადგან სწორედ მათი გადაწყვეტილებით,რათა არ შელახულიყო მუსულმანების რელიგიური შეხედულებები,ტრადიციული ნაძვის ხის მაგივრად,  ბრიუსელი ცენტრში ილუმინატორული კონსტრუქცია იქნა დადგმული.

მერიის განმარტებით კი, კონსტრუქცია მხოლოდ „ავანგარდული ხასიათისაა“ და იგი თანამედროვე კულტურის მოთხოვნებს პასუხობს.