სამართალდამცავებმა სურამში  გოგა ხაჩიძის  სახლი გაჩხრიკეს

სამართალდამცავებმა სურამში გოგა ხაჩიძის სახლი გაჩხრიკეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ გოგა ხაჩიძის მშობლების სახლში ჩხრეკა ჩატარდა.

ფაქტს სოციალურ ქსელ „facebook“ - ით ეხმაურება , თავად გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი.

მან „facebook“ -ზე ასეთი ჩანაწერი გააკეთა: „დღეს დილით, 06:30 საათზე, ჩემი მშობლების სახლში, სურამში ჩაატარეს ჩხრეკა. „აღმოაჩინეს“ და წაიღეს, ძველი ე.წ. ბრონეჟილეტი და ე.წ. კისტის თოფი.

დედაჩემი ძალიან დარდობს,  „ამას რა დაალაგებს, სახლი გადმოტრიალებულიაო“.

აღნიშნულთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობაში“ დღეს,  ბრიფინგი გაიმართება.