გაერო ეგვიპტის პრეზიდენტს მოუწოდებს,გაემიჯნოს ჰოსნი მუბარაქის გზას

გაერო ეგვიპტის პრეზიდენტს მოუწოდებს,გაემიჯნოს ჰოსნი მუბარაქის გზას

ეგვიპტის პრეზიდენტის მოჰამედ მურსის მიერ მიღებული კანონპროექტი,რომლითაც მან თავისი უფლებამოსილება უსაზღვროდ გაზარდა, ადამიანის უფლებებს პირდაპირ არღევევს. ეს განცხადება  გაეროს უმაღლესმა კომისარმა ნავი პილაიმ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

 პილაის განმარტებით,მიღებული გადაწყვეტილება საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაა, გაეროს კომისარი კი მურსის მოუწოდებს, არ გაიმეოროს ჰოსნი მუბარაქის შეცდომები.

ქაიროს ტაჰრირის მოედანი კი ისევ აღელვებული ეგვიპტელებითაა სავსე. გუშინ საკონსტიტუციო სასამრთლომ დაჩქარებული წესით მიიღო ახალი კონსტიტუცია.დღეს ეგვიპტე მურსისგან ახალი კონსტიტუციის დამტკიცებას ელოდება.