კლინტონი ისრაელის  ხელისუფლებას აკრიტიკებს

კლინტონი ისრაელის ხელისუფლებას აკრიტიკებს

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლიტონმა ისრაელის სახელმწიფოს გადაწყვეტილება გააკრიტიკა. ისრაელის მთვრობის გადაწყვეტილებით, აღმოსავლეთ იერუსალიმსა და იორდანიის დასავლეთ სანაპირზე 3000 ახალი საცხოვრებელი სახლის აშენება მოხდება ისრაელის მოქალაქეებისთვის.

ჰილარი კლინტონმა ეს განცხადება ვაშინგტონში ერთ–ერთ ფორუმზე გააკეთა, სადაც ისრაელის  ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

„ეს გადაწყვეტილება უკან გადადგმული ნაბიჯია მშვიდობის დარეგულირებისპროცესში. რაც არ უნდა ძლიერი იყოს ისრაელის თავდაცვა, ის ყოველთვის არ იქნება ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი“,–აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.

ჰილარი კლინტონის განმარტებით,ისრაელის მშვიდობის გარანტი კი,მხოლოდ მთლიანად რეგიონში მშვიდობის დამყარება შეიძლება გახდეს.