ამერიკაში დიდი ჯეკპოტი გათამაშდა

ამერიკაში დიდი ჯეკპოტი გათამაშდა

ლატარეა Powerball–მა ბოლო პერიოდის ყველაზე დიდი ჯეკპოტი გაათამაშა.მოგებულმა თანხამ 550 მილიონი დოლარი შეადგინა. Agence France-Presse–ის ინფორმაციით, ლატარეა ორმა ამერიკელმა მოიგო. ერთი მათგანი მისურის, ხოლო  მეორე არიზონას შტატის მაცხოვრებელი გახლავთ.თუმცა, ჯერჯერობით მოგებულებს  Powerball–ისთვის არ მიუკითხავთ.

Associated Press–ის ინფორმაციით, ლატარეის ბილეთები დიდი სისწრაფით იყიდებოდა და მაღაზიებთან ვრცელი რიგებიც იყო.

ლატარეა Powerball–ს არა მარტო ჯეკპოტის გამარჯვებულები, არამედ 9 მილიონი პრიზიორიც ჰყავს.