The Financial Times–ის ინფორმაციით, რომელიც კვლევითი ცენტრის Mercer Human Consulting მონაცემებს ეყრდნობა, მსოფლიო ეკონომიკისა და მრეწველობის სფეროების სწრაფი ზრდის პარალელურად,მსოფლიოში პენსიონერთა რაოდენობაც იზრდება.
დღეისთვის გერმანიაში პენსიონერები მოსახლეობის 21%–ს, იაპონიაში 24%–ს შეადგენს, ასეთივე მონაცმებია საფრანგეთშიც.
დასავლეთ ქვეყნების ხელისუფლებები ცდილობენ ებრძოლონ ამ პრობლემას, მაქსიმალურად ზრდიან საპენსიო ასაკს, სოციალურ დატვირთვას და ცდილობენ კერძო სექტორის გააქტიურებას, რომელიც პენსიონერთა დასაქმების ალტერნატივა შეიძლება გახდეს.
Mercer Human Consulting–ის განცხადებით, ეს პრობლემა არა მარტო დასავლეთის ქვეყნებს, არამედ ჩინეთს და ჰონკონგსაც აწუხებს. კვლევის შედეგებით, 2020 წლისთვის პენსიონერთა პროცენტული რაოდენობა ჩინეთში მოსახლეობის 12%–ს , ხოლო ჰონკონგში 18%–ს მიაღწევს.