კახა ბექაურმა „მეცხრე არხი“ დატოვა

კახა ბექაურმა „მეცხრე არხი“ დატოვა

ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ დირექტორმა კახა მექაურმა თანამდებობა  დატოვა. თანამდებობის დატოვების მიზეზად, მან ტელეკომპანიაში დაგეგმილი რეორგანიზაციის პროცესი დაასახელა.

ბექაურის განცხადებით, დღეს მან შვებულებაში გასვლასთან დაკავშირებით განცხადება დაწერა, თუმცა ამ პერიოდის გასვლის შემდეგ ის არხზე აღარ დაბრუნდება.

შვებულების პერიოდის განმავლობაში კი, მისი თქმით, არხის რეორგანიზაციის პროცესის დასრულებას შეუწყობს ხელს.

„მიმდინარეობს არხის ტრანსფორმირება. უნდა მოხდეს ცვლილება იურიდიული სტატუსის ფორმის, სტრუქტურის - როგორ ჯერ გაურკვეველია. ამ პროცესების გამო დინამიურად იცვლება რაღაცები... რეორგანიზაციის პროცესმა დააყენა იმ ცვლილების საჭიროება, რაც ხდება და რაც შეიძლება მოხდეს. გუშინ ვთქვი, რომ ვიყავი არხის დირექტორი. დღეს ვწერ განცხადებას შვებულებაზე, მაგრამ ვტოვებ არხს, შვებულების შემდეგ აღარ ვიქნები ხელმძღვანელი. შვებულების პერიოდს გამოვიყენებ იმისთვის, რომ არხზე მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესს შევუწყო ხელი“, - განაცხადა ბექაურმა.

გენერალური დირექტორის თანამდებობას მისი მოადგილე საინფორმაციო დარგში, ლუბა ელიაშვილი დაიკავებს.