თედო ჯაფარიძე  დიმიტრი მედვედევის განცხადებას  მიესალმება

თედო ჯაფარიძე დიმიტრი მედვედევის განცხადებას მიესალმება

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე რუსეთის პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი მედვედევის განცხადებას დადებითად აფასებს.

როგორც ჟურნალისტებს ჯაფარიძემ განუცხადა, ის ფაქტი, რომ ქართული მხარის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რუსეთის პირველი მაღალი დონის რეაგირება მოჰყვა -  უკვე კარგია.

„როგორ განვითარდება მოვლენები, ამას ვნახავთ.  ამ განცხადებაში ის ბრძანებს, რომ დააკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, თუ როგორ განვითარდება პროცესები.  ჩვენც არანაკლებ გვაინტერესებს ის მოვლნები, რომლებიც რუსეთში ვითარდება. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დალაგება ძალიან ხანგრძლივი პროცესი იქნება და ამ პროცესში უამრავი განცხადებაც გაკეთდება“, - დასძინა კანონმდებელმა.