სამართალდამცველებმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავეს

სამართალდამცველებმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავეს

სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავეს.

აღნიშნულის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინიტრო განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, 1983 წელს დაბადებული დარისპან კ. სამართალდამცველებმა თემქის დასახლების III მკ/რ V კვ, მე-13 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, რა დროსაც მას თან პოლიეთილენის პარკში მოთავსებული საეჭვო ნივთიერება აღმოაჩნდა.

„ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად  დადგინდა, რომ აღნიშნული ნივთიერება არის ნარკოტიკული საშუალება დეზომორფინი (0,021 გრ. -დიდი ოდენობა).

გამოძიებას  შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი აწარმოებს. სისხლის სამართლის საქმე  260 მუხლის 2 ნაწილით არის აღძრული. ბრალდებული  გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი“, - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.