სამხრეთ ოსეთი ევროკავშირში შესვლას გეგმავს

სამხრეთ ოსეთი ევროკავშირში შესვლას გეგმავს

სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლება ევროკავშირში ინტეგრაციას გეგმავს. ცხინვალში ამ საკითხთან დაკავშირებით მრგვალი მაგიდა „ევროკავშირი–ინტეგრაციის ახალი ეტაპი“ გაიმართა. შეხვედრას ოსი და რუსი პოლიტიკოსები და ექსპერტები ესწრებოდნენ.

სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პარლამენტის წევრის ზურაბ კოკოევის განცხადებით, კავშირში გაწევრიანება სამხრეთ ოსეთს ბევრი საკითხების გადაწყვეტაში დაეხმარება.

„ევროკავშირში გაწევრიანება სამხრეთ ოსეთს ეკონომიკურ და თავდაცვის საკითხებში დაეხმარება,ისევე როგორც აკავშირში შემავალ ნებისმიერ სახელმწიფოს“,–აღნიშნა კოკოევმა.