ბუენოს–აირესში სამხედრო ხუნტის გასამართლება დაიწყო

ბუენოს–აირესში სამხედრო ხუნტის გასამართლება დაიწყო

არგენტინაში ყველაზე მასშტაბური სასამართლო პროცესი დაიწყო. სასამართლოს წინაშე წარსდგნენ 68 დამნაშავე, რომლებიც 1976–83 წლებში, სამხედრო დიქტატურის პერიოდში იტაცებდნენ,კლავდნენ, აწამებდნენ და შემდეგ ცოცხლად წვავდნენ  ადამიანებს,მათ კავშირი ჰქონდათ ელიტური სამხედრო–საზღვაო სასწავლებლის ბაზაზე მოწყობილ საიდუმლო ციხესთან.

დღესვე გაიმართება ალფრედო ასტისის –„სიკვდილის თეთრფრთიანი ანგელოზის“  და სამი პილოტის საქმის მოსმენა, რომლებსაც პოლიპატიმრები თვითმფრინავით შუა ოკეანეში გაჰყავდათ და ცოცხლებს პირდაპირ ზღვაში ყრიდნენ.

სამხედრო ხუნტის პერიოდში ათასობით ადამიანმა გაიარა „სიკვდილის ციხე“, კიდევ უფრო მეტი კი ხუნტის მხრიდან პოლიტიკური დევნის მსხვერპლი გახდა.