პარლამენტში ნატო-საქართველოს ურთიერთობების საკითხზე შეხვედრა მიმდინარეობს

პარლამენტში ნატო-საქართველოს ურთიერთობების საკითხზე შეხვედრა მიმდინარეობს

პარლამენტში ნატო-საქართველოს ურთიერთობების საკითხზე შეხვედრა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

შეხვედრის მონაწილეები დისკუსიას  თემაზე - „ნატო-საქართველოს ურთიერთობები, პარტნიორობის პოლიტიკა და პროცესები“ მართავენ, შეხვედრას კი ესწრებიან -საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების, ასევე თბილისში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლები.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე, ჟურნალისტებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ განუცხადა, მნიშვნელოვანია, რომ ნატო-სა და საქართველოს ურთიერთობების საკითხებზე და ამ ურთიერთობების პერსპექტივებზე საკომიტეტო მოსმენა-ბრიფინგი პირველად იმართება.

„დიდი აუდიტორიის წინაშე იქნება გულახდილი საუბარი, თუ რაში მდგომარეობს ნატო-საქართველოს ურთიერთობა, რა ეტაპზეა ეს ურთიერთობები, რა უნდა გაკეთდეს, რამდენად რეალისტურია ქართული მხარის მიდგომები და ა.შ. ეს არის პირველი შეხვედრა, თუმცა მსგავსი შეხვედრები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“, - დასძინა კანონმდებელმა.