დიმიტრი მედვედევი: საქართველოს ახალი პრემიერი - ეს უკვე პოლიტიკოსების სხვა თაობაა

დიმიტრი მედვედევი: საქართველოს ახალი პრემიერი - ეს უკვე პოლიტიკოსების სხვა თაობაა

რუსეთის პრემიერის დიმიტრი მედვედევის განცხადებით,ერთადერთი პოლიტიკოსი, ვის გვერდითაც ის არ დაჯდება მოლაპარაკებათა მაგიდასთან მიხეილ სააკაშვილია,საქართველოს ახალი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი კი პოლიტიკოსების ახალი თაობაა.

„მე განვაცხადე,რომ ერთადერთი, ვისთან ერთადაც მოლაპარაკებათა მაგიდასთან არ დავჯდებოდი,მიხეილ სააკაშვილია.მან ომი დაიწყო, ჩაიდინა დანაშაული პირველ რიგში ქართველი ხალხის,სხვა ხალხების წინაშე, რომელთა დაღუპვაშიც ისაა დამნაშავე. საქართველოს ახლდანდელი პრემიერმინისტრი–პოლიტიკოსთა ახალი თობაა, შევხედავთ მის რეალურ ქმედებებს“,–განაცხადა მედვედევმა გაზეთ„კომერსანტთან“ინტერვიუში.

 რუსეთის პრემიერის განცხადებით, საქართველოს მხრიდან გარკვეული სიგნალები მიდის რუსეთთან კონტაქტების დამყარების თაობაზე, ეს იოლი გზა არ იქნება, თუმცა რუსული მხარე მზადაა საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან მოსალაპარაკებლად.

„დიპლომატიური ურთიერთობები ქართულმხა მხარემ გაწყვიტა და არა რუსეთის ფედერაციამ. ჩვენ ძალიან ყურადღებით მოვეპყრობით ქართული მხრიდან წამოსულ ამ სიგნალებს. ვერაფერს ცუდს ვერ ვხედავ იმაში, რომ დამყარდეს ჰუმანიტარული თანამშრომლობა. რუსეთ–საქართველოს შორის თვითმფრინავები დაფრინავს, ხალხთა შორის კონტაქტები,მადლობა ღმერთს, გრძელდება, შემონახულია კულტურული ურთიერთობები. სავაჭრო ურთიერთობებიც შესაძლებელია აღდგეს...ეს არ იქნება ადვილი გზა, თუმცა რუსეთი ყოველთვის საუბრობდა, რომ ჩვენ მზად ვართ საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან დიალოგისთვის“,–აღნიშნავსპრემიერი.

რაც შეეხება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხს, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, ქართულ მხარესთან მოლაპარაკებები ახალი გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით მოხდება.

„ქართულმა მხარემ უნდა გაითვალისწინოს ახალი გეოპოლიტიკური რეალობა და ჩვენი მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება“,–აცხადებს მედვედევი.