სასამართლოში  სისხლის სამართლის საქმეების აუდიო ჩაწერა და  სარჩელების ელექტრონული ფორმით გაგზავნა შესაძლებელი იქნება

სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეების აუდიო ჩაწერა და სარჩელების ელექტრონული ფორმით გაგზავნა შესაძლებელი იქნება

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კონსტანტინე კუბლაშვილის განცხადებით, 1 დეკემბრიდან სასამართლოებში სისხლის სამართლის საქმის დანაშაულზე გამართული ყველა პროცესი  CD დისკზე ჩაიწერება,  დისკები კი, მხარეებს გადაეცემათ.

კუბლაშვილის თქმით, სხდომის ოქმების შესადგენად სასამართლოების დარბაზებში შესაბამისი ტექნიკა უკვე დამონტაჟებულია.

როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აცხადებს, ამ პროექტის განხორციელება პროცესების გამჭვირვალობას ხელს შეუწყობს.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ასევე განმარტა, თუ რატომ არ სურს სასამართლოში მთელი პროცესის განმავლობაში ვიდეო გადაღების დაშვება.

როგორც მან აღნიშნა, ეს გარემოება პრობლემას არა სასამართლოს, არამედ მხარეებს და მოწმეებს შეუქმნის.

„მოწმეს სათქმელის თქმა ნამდვილად გაუჭირდება თუ ეცოდინება, რომ საღამოს მის ჩვენებას ცენტრალური ტელევიზიები გადასცემენ. თანახმა ვარ პროექტში ჩავდოთ გადაწყვეტილების გამოცხადების ნაწილის ვიდეო გადაღების დაშვება, ასევე პროცესის დაწყებამდე მხარეების გადაღება დავუშვათ,  მაგრამ არა მთლიანი პროცესის“, - განაცხადა კუბლაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებითვე, 2013 წლის მარტიდან მოქალაქეები სასამართლოში სარჩელების გაგზავნას ელექტრონული ფორმით შეძლებენ. 

„ვისაც სურვილი აქვს სასამართლოში მისვლით არ დაიღალოს, მათთვის სპეციალური ელექტრონული პროგრამა მუშავდება. ადვოკატებს, კომპანიის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ სასარჩელო ფორმა ოფისიდან გაუსვლელად შეავსონ და ელექტრონული ფოსტის საშუალებით გამოაგზავნონ“,-განაცხდა კუბლაშვილმა.

კუბლაშვილის თქმით, პარალელუარდ მუშაობა პოროკუარტურასთანაც მიმდინარეობს,  რათა ეს ორი სისტემა ამ საკითხზე თანხვედრაში მოვიდეს.