72 წლის ჩინელი ბაბუ ქალისა და ბავშვის სამოსის სარეკლამო სახე გახდა  (VIDEO)

72 წლის ჩინელი ბაბუ ქალისა და ბავშვის სამოსის სარეკლამო სახე გახდა (VIDEO)

ლიუ სიაპინგი 72 წლის ჩინელი მამაკაცია, რომელიც  ჩინეთის, ერთ-ერთი, ყველაზე დიდი ინტერნეტმაღაზიის საიტზე, რეკლამას ბავშისა და ქალის სამოსს უკეთებს. ის ამბობს, რომ ქალის სამოსის ჩაცმაში რთული და საშინელი არაფერია, მითუმეტეს თუ ამას საყვარელი ადამიანისთვის აკეთებ: „ეს გადაღებები ჩემს შვილიშვილს სამოსის გაყიდვაში ეხმარება, მე კი არაფერს ვკარგავ.  იმ დღეს, როდესაც ჩვენ პირველი ფოტოსესია გავმართეთ ძალიან ვიხალისე. მე უკვე მოხუცი ვარ და მხოლოდ იმაზე ვზრუნავ, რით გავიმხიარულო დარჩენილი ცხოვრება.“

ლიუ სიაპინგმა  ეს ნაბიჯი შვილიშვილის ლუ ტინის ხათრით გადადგა. ის დიზაინერია, ლიუ კი მისი მოდელი, რომელმაც ეს როლი შესანიშნავად მოირგო და ქალის აქსესუარებში, ფერად კოლგოტკებსა და მინი ქვედაბოლოებშიც თამამად იპოზიორა.

„თავდაპირველად ეს მხოლოდ გართობა იყო, რომელიც შემდგომში წარმატებულ პიარ-კამპანიად იქცა, ახლა ბაბუა ინტერნეტსენსაციაა, ჩემი სამოსის გაყიდვები კი საგრძნობლად გაიზარდა, ბაბუა ჩემი ტანსაცმლის ხაზისთვის წარმატების მომტანი აღმოჩნდა“-ამბობს გოგონა.

ლიუ სიაპინგის ფოტოების ხილვა შესაძლებელი, თავდაპირველად, მხოლოდ  „Yuekou“-ზე  იყო,  ახლა კი ამ ფოტოებით  ბევრი საიტია აჭრელებული.   დამთვალიერებლების უმეტესობას, მოდელი ბაბუ მოსწონს. ისინი  ხშირად აღნიშნავენ, რომ 72 წლის მოხუცს, სამოდელო მონაცემები ნამდვილად აქვს, იქნება ეს პარამეტრები თუ პოზირების სტილი.