სასჯელაღსრულებისა და ჯანდაცვის უწყებებმა  პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მათთვის სასჯელის შემსუბუქების მექანიზმზე  იმსჯელეს

სასჯელაღსრულებისა და ჯანდაცვის უწყებებმა პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მათთვის სასჯელის შემსუბუქების მექანიზმზე იმსჯელეს

პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მათთვის სასჯელის შემსუბუქების მექანიზმზე  დღეს,  სასჯელაღსრულებისა და ჯანდაცვის სამინისტროებმა იმსჯელეს. დღესვე, ორი უწყების მიერ,  შემუშავებული დებულების პრეზენტაციაც გაიმართა.

კონფერენციაზე  სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სახალხო დამცველის აპარატის წევრები მონაწილებდნენ, რომლებმაც პროექტის ავტორებს ახლად წარდგენილი დებულების შესახებ, საკუთარი მოსაზრებები გააცნეს.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, სასჯელარსრულების სამინისტრო ჯანდაცვის უწყებასთან ერთად, კომისიის დებულების დასახვეწად მუშაობს.

„მოვახდინეთ სრული აღწერა პატიმრებისა.  დაახლოებით.  320 ადამიანი საკმაოდ მძიმეა, რომელთაგაც 150 ციხის პირობებში მკურნალობას არ ექვემდებარება. მაშინ.  როდესაც მათი სიცოცხლის გადარჩენა, თავისუფლების პირობებში შესაძლებელია. ჩვენი  ამოცანაა, რომ ეს ადამაინები უნდა გათავისუფლდნენ, რათა მათი მკურნალობა შესაძლებელი იყოს.  ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, ვმუშაობთ იმაზე,  რომ ერთის მხრივ, ამ კომისიის დებულება შეიცვალოს და მეორეს მხრივ, ჯანდაცვა მუშაობს, დაავადებათა ჩამონათვალი  შეიცვალოს,რადგან   ექფექტური გახდეს“, - განაცხადა სუბარმა.

„პრევენციისა და მონიტორინგის დეპარლამენტის“ უფროსის,  ნათია იმნაძის განცხადებით, კომისიის მოქმედი დებულება კომისიის ეფექტურ მუშაობას ვერ უზრუნველყოფდა.

„კომისიის დებულება ამ კომისიის ეფექტურ მუშაობას ვერ უზრუნველყოფდა.  არ იყო განსაზღვრული კომისიის წევრების შეკრების რეგულირება და ვადები, თუ  რა ვადებში უნდა მიეღო კომისიას   გადაწყვეტილება.  რეზულტატი კი,  იყო ის,  რომ ადამიანები, რომლებიც სასიკვდილო  სენით არიან დაავადებულნი პასუხს თვეების განმავლობაში ვერ იღებდნენ“, - განაცხადა იმნაძემ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, ნინო გობრონიძის განცხადებით, რეალურად კომისია ეფექტურად ვერ ფუნქციონირებდა.

„ჩვენ ძალიან ბევრ მსჯავრდებულს დავეხმარეთ,  რომ  ამ კომიისათვის მიემართა, თუმცა კომისიის მხრიდან რეაგირება  არცერთ შემთხვევაში არ მომხდარა. ამიტომ შესაძლოა ითქვას, რომ კომისია რეალურად არ ფუნქციონირებდა“, - განაცხადა გობრონიძემ.