„ამინისტიის შესახებ“ კანონპროექტი მთავრობის შენიშვნების გათვალისწინებით უკვე მზადაა

„ამინისტიის შესახებ“ კანონპროექტი მთავრობის შენიშვნების გათვალისწინებით უკვე მზადაა

პარლამენტში „ამინისტიის შესახებ“ კანონპროექტზე მსჯელობენ, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით მიმდინარე კვირას განიხილეს. ცვლილებებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროებმა, ასევე მთავარმა პროკურატურამ შენიშვნები წარადგინა, რომლის გაზიარებაც საკანონმდებლო ორგანოს მიერ უკვე მოხდა. მთავრობის რეკომენდაციების გათვალისწინებით, პროექტიდან, დაახლოებით 30 მუხლი ამოვიდა, თუმცა, პროექტში შევიდა დაზუსტებები და დამატებებიც. ვინაიდან, საკითხი საზოგადოებაში დიდ ინტერეს იწვევს, მეტი სიცხადისთვის from.ge  პროექტს უცვლელად გთავაზობთ, თუმცა, ეს ვარიანტი სამუშაო ვერსია არის, შესაძლოა მასში დამატებით ცვლილება შევიდეს, საბოლოო ვერსია კი, პროექტის მესამე მოსმენისას იქნება ცნობილი.

პირველი მოსმენით მომზადებული ცვლილებები პლენარულ სხდომაზე სავარაუდოდ, 5 დეკემბერს გავა, ხოლო მისი ამოქმედება, კანონის მიღებიდან ორი თვის ვადაში მოხდება.

პროექტი :  

მუხლი 1. გათავისუფლდნენ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან არასრულწლოვნები, რომელთაც პირველად  აქვთ ჩადენილი ნაკლებად  მძიმე დანაშაული.

მუხლი 2. გათავისუფლდნენ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ვადის მიუხედავად პირები, რომლებიც ამ კანონის ძალაში შესვლის დროისათვის მსჯავრდებულნი არიან ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, გარდა იმ დანაშაულისა, რომელიც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით:

139-ე მუხლი; 140-ე მუხლი; 141-ე მუხლი; 143-ე მუხლი; 1433-ე მუხლის პირველი ნაწილი; 1443-ე მუხლი; 146-ე მუხლის პირველი ნაწილი; 147-ე მუხლის პირველი ნაწილი; 153-ე მუხლი; 161-ე მუხლი; 162-ე მუხლი; 164-ე მუხლი; 1641-ე მუხლი; 1642-ე მუხლი; 1643; 332-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილი; 333-ე მუხლი; 335-ე მუხლის პირველი ნაწილი; 341-ე მუხლი; 342-ე მუხლი.

მუხლი 3. გაუნახევრდეთ დანიშნული სასჯელი მძიმე დანაშაულის ჩამდენ არასრულწლოვნებს.

მუხლი 4. გათავისუფლდნენ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლითა და 378-ე მუხლის მესამე, მეოთხე, მეხუთე ნაწილითმსჯავრდებული პირები;

მუხლი 5. გათავისუფლდნენ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან,  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით,აგრეთვე 261-ე მუხლისპირველი და მეორე ნაწილით მსჯავრდებული პირები, რომელთაც განაჩენით დაუდგინდათ ნარკოტიკული საშუალებების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან მოხმარება გასაღების მიზნის გარეშე.

მუხლი 6.       გათავისუფლდნენ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ვადის მიუხედავად, პირები რომლებიც ამ კანონის ძალაში შესვლის დროისათვის მსჯავრდებულნი  ან ბრალდებულნი არიან იმ გაუფრთხილებლობითი დანაშაულისათვის, რომელსაც შედეგად არ მოჰყვა გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა.

მუხლი7. შეწყდეს ყველა საგამოძიებო ორგანოებში იმ დანაშაულთა გამო მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დევნა საქმის წარმოება და სასამართლოებში ის განუხილველი საქმეები, რომლებიც ამ კანონის მეორე, მესამე,მეოთხე და მეხუთე მუხლებით გათვალისწინებულმა პირებმა ჩაიდინეს 2012 წლის 2 ოქტომბრამდე.

მუხლი 8. გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენ არასრულწლოვანს, ასევე მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენ ქალს და/ან განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის პირველად ნასამართლევ პირს, რომელიც მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის: 1721-ე მუხლი; 177-ე მუხლის პირველი ნაწილი; 185-ე მუხლის მესამე ნაწილი; 186-ე მუხლის მესამე ნაწილი; 187-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილი; მე-200 მუხლის მეორე მესამე და მეოთხე ნაწილები; მე-2001 მუხლის მეორე მესამე და მეოთხე ნაწილები; მე-2002 მუხლის მეოთხე ნაწილი; მე- 2003 მუხლი; 203-ე მუხლის მესამე მეოთხე და მეხუთე ნაწილები; 2041-ე მუხლი; 2051-ე მუხლი; 208-ე მუხლის მეორე ნაწილი, 210-ე მუხლის მეორე ნაწილი; 211-ე მუხლი; 214-ე მუხლის მეორე, მესამე, მეოთხე ნაწილები; 223-ე მუხლი, 225-ე მუხლი; 2271-ე მუხლი; 2272-ე მუხლი; 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილები; 237-ე მუხლი; 239-ე მუხლის მესამე ნაწილი; 2401-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები; 243-ე მუხლის მესამე ნაწილი; 247-ე მუხლის მეორე ნაწილი; 248-ე მუხლის მეორე ნაწილი; 249-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები; 250-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები; 262-ე მუხლის პირველინაწილი; 264-ე მუხლის მეორე ნაწილი; 267-ე მუხლები, 268-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები; 304-ე მუხლის მეორე ნაწილი; 314-ე, 315-ე, 316-ე მუხლები; 3391-ე მუხლის მეორე ნაწილი; 353-ე მუხლის მეორე ნაწილი; 362-ე მუხლის მეორე ნაწილი; 370-ე მუხლის მეორე ნაწილი; 378-ე მუხლის მესამე მეოთხე და მეხუთე ნაწილები; 3781-ე მუხლის მესამე ნაწილი; 384-ე მუხლის მეორე ნაწილი; 386-ე მუხლის მესამე ნაწილი; 389-ე მუხლი.

მუხლი 9. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში ბოლო წლებში დამკვიდრებულმა არაადამიანურმა და ღირსების შემლახავმა მოპყრობამ სერიოზული ზიანი მიაყენა პატიმართა სიცოცხლესა და ჯანმთრელობას, 2012 წლის 2 ოქტომბრამდე მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულ ყველა იმ პირს იმ დანაშაულობებზე, რომლებიც ამ კანონის მიხედვით არ ექვემდებარება ამნისტირებასდანიშნული სასჯელის ვადა შეუმცირდეს ერთიმეოთხედით.

მუხლი10.      მსჯავრდებულს, რომელსაც დანაშაულთა და/ან განაჩენთა ერთობლიობით,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელი დაენიშნა თითოეული დანაშაულისათვის და საბოლოო სასჯელის დანიშვნისას მოხდა მათი შეკრება, ეს კანონი შეეხება  თითოეული სასჯელისათვის ცალ-ცალკე.

მუხლი 11.     ამ კანონის საფუძველზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლებულ პირებს ნასამართლობაჩაეთვალოთ მოხსნილად.აღუდგეთ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და მოეხსნათ თანამდებობრივი შეზღუდვა;

მუხლი 12.     ამ კანონის საფუძველზე სასჯელისაგან გათავისუფლებული პირები არ თავისუფლდებიან დამატებითი სასჯელისაგან;

მუხლი 13.     ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება გადახდილ ჯარიმებზე, რომლებიც შეფარდებულია, როგორც ძირითადი სასჯელი.

მუხლი14.      ამ კანონის აღსრულების მიზნით:

ა)ამკანონით გათვალისწინებული ამნისტიის  გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას პირობით მსჯავრდებული პირის მიმართ იღებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს შესაბამისი სამსახური.

ბ) ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას ბრალდებულის მიმართ იღებს უფლებამოსილი პროკურორი.

გ) ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომლის მიმართაც სამართალ წარმოება არ დასრულებულა, იღებს შესაბამისი სასამართლო.

დ) ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას იმ მსჯავრდებულთა მიმართ, რომელთა მიმართაც სამართალწარმოება დასრულებულია, იღებს თავდაპირველი გადაწყვეტილების გამომტანი შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლო, რომელსაც მსჯავრდებულის პირად საქმეს უგზავნის შესაბამისი სასჯელაღსრულების დაწესებულება. სასამართლო უფლებამოსილია ამნისტიის გამოყენების საკითხი განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.

მუხლი 15.     ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის -- ნოემბრიდან და შესრულდეს ორი თვის განმავლობაში.