The FUNKIDS -ის პირველი რეპეტიცია ამსტერდამის „ჰეინეკენ მიუზიკ ჰოლის“ სცენაზე (VIDEO)

The FUNKIDS -ის პირველი რეპეტიცია ამსტერდამის „ჰეინეკენ მიუზიკ ჰოლის“ სცენაზე (VIDEO)

მეათე საბავშვო ევროფესტივალზე საქართველოს წარმომადგენელმა ჯგუფმა The FUNKIDS „ჰეინეკენის მიუზიკ ჰოლის“ სცენაზე ამსტერდამში პირველი რეპეტიცია გაიარა.

მეათე საბავშვო ევროფესტივალის ფინალი "ჰეინეკენის მიუზიკ ჰოლში" (HMH) პირველ დეკემბერს ჩატარდება. კონკურსის პირდაპირი ეთერით ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი 23:15 საათიდან განახორციელებს.

ევროფესტივალზე საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი The FUNKIDS მე-10 ნომრად იმღერებს. კონკურსში წელს 12 ქვეყანა მონაწილეობს.

საბავშვო ევროფესტივალის წამყვანები კიმ - ლიენი (Kim-Lian van der Meij) და ევოუთი (Ewout Genemans) იქნებიან.