ამერიკაში საშობაო ნაძვისხე აინთო

ამერიკაში საშობაო ნაძვისხე აინთო

ამერიკის მთავარი საშობაო ნაძვისხე ნიუ–იორკში,როკფლერის ცენტრში,უკვე აინთო. ამ ცერემონიალის სანახავად ათასობით ნიუ–იორკელი და ტურისტი  მივიდა.

20 მეტრიანი კანადური ნაძვისხე გირლიანდებითა და 30 000 ფერადი ნათურითაა მორთული.

ნაძვისხის თავზე Swarovski–ს ბროლის ვარსკვალავია დამაგრებული,რომლის დიამეტრი 3 მეტრია, სიმძიმე კი 250კილოგრამს შეადგენს.

წლევანდელი ამერიკული ნაძვისხე 1931 წლიდან „ცხოვრობს“კანადის ტყეებში. სწორედ ამ წელს,როკფელერ–ცენტრის ირლანდიელმა მუშებმა საწარმოს წინ გამოიტანეს 6 მეტრიანი ნაძვისხე და კანფეტებით და ფერადი ნათურებით მორთეს. სწორედ აქედან დაიწყო ნიუ–იორკის ამერიკული ნაძვისხის ტრადიცია.

2013 წლის ამერიკულ საშობაო ნაძვისხეს 6 იანვარს ჩააქრობენ.