დღეს გაეროს გენერალური ასამბლეა პალესტინის საკითხს გადაწყვეტს–მიანიჭებენ თუ არა მას ორგანიზაციის სახელმწიფო–დამკვირვებლის სტატუსს.კვირის დასაწყისში გაეროში წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც პალესტინისთვის უფლებების შეუზღუდავად, სახელმწიფო–დამკვირვებლის სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს. გადაწყვეტილების მისაღებად, საჭიროა ხმათა უმრავლეობა,პალესტინელენბს კი წარმატებაში ეჭვი არ ეპარებათ. მათი განცხადებით193 ქვეყანიდან 132–მა უკვეაღიარა მათი დამოუკიდებლობა.
„ჩვენ უკვე ვამბობდით, რომ დიდი ბრიტანეთი ხმას არ მისცემს რეზოლუციის წინააღმდეგ.იმისთვის, რომ ჩვენ პალესტინისთვის სტატუსის მინიჭებას მხარი დავუჭიროთ,გარანტიები გვჭირდება–მათ უნდა განაცხადონ, რომ ისინი სასწრაფოდ უბრუნდებიან ისრაელთან ერთად მოლაპარაკებათა მაგიდას“,–აცხადებს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უილიამ ჰეიგი.