ერიკ რუბინის ორდღიანი ვიზიტი საქართველოში დღეს სრულდება

ერიკ რუბინის ორდღიანი ვიზიტი საქართველოში დღეს სრულდება

აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ერიკ რუბინი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში აშშ-საქართველოს მთავრობათა სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

შეხვედრა მთავრობის კანცელარიაში 13:00 საათზე დაიწყება.

შეხვედრის შემდეგ კი, დაგეგმილია ერიკ რუბინის ბრიფინგი.

ერიკ რუბინი ორდღიან ვიზიტს საქართველოში დღეს ასრულებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში თბილისს 27 ნოემბერს ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში,  გაიმართა შეხვედრები პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან, ასევე საგარეო,  თავდაცვის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის მინისტრებთან და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან.