შსს-ს თანამშრომლებმა გორში სამი სახელმწიფო მოხელე დააკავეს

შსს-ს თანამშრომლებმა გორში სამი სახელმწიფო მოხელე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა გორში სამი სახელმწიფო მოხელე დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულები არიან შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულის ადმინისტრაციის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი რევაზ კახნიაშვილი; ერედვის მუნიციპალიტეტის უფროსი სპეციალისტი ივანე მიდოდაშვილ; შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულის ადმინისტრაციის მთავარი სპეციალისტი ალექსანდრე ზანგალაძე. მათთან ერთად ასევე დაკავებულია კიდევ ერთი მოქალაქე.

როგორც შს სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, რევაზ კახნიაშვილის ბინის ჩხრეკისას ამოღებულია 20-გრამიანი შპრიცი რომელშიც, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერება იყო მოთავსებული.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით - ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაული ითვალისწინებს 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.