რუსთაველის გამზირზე არსებული პარლამენტის შენობა უკვე საკანონმდებლო ორგანოს ბალანსზე ირიცხება

რუსთაველის გამზირზე არსებული პარლამენტის შენობა უკვე საკანონმდებლო ორგანოს ბალანსზე ირიცხება

რუსთაველის გამზირზე არსებული პარლამენტის შენობა, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს დაუბრუნდა და შესაბამისად, უკვე მის ბალანსზე ირიცხება.  

ამის შესახებ ინფორმაცია from.ge-ს პარლამენტის აპარატის უფროსმა, ზურაბ მარაქველიძემ დაუდასტურა.

„დიახ, ბალანსიდან - ბალანსზე გადავიდა“, - დასძინა მარაქველიძემ.

შეგახენებთ, რომ პარლამენტის შენობა ეკონომიკის სამინისტროს აქტებით საპარტნიორო ფონდს გადაეცა, რომელიც 2011 წლის ივნისში დაფუძნდა და მის დირექტორად ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური მიმდინარე წლის ივლისში დაინიშნა. „საპარტნიორო ფონდის" საქმიანობა ინვესტიციების მოზიდვა, სამუშაო ადგილების შექმნა და შეფერხებული პროექტების დასრულების ხელშეწყობაა. მისი 100%-იანი წილის მფლოებლი სახელმწიფოა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის წინაშეა ანგარიშვალდებული.