საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის სამართლებრივი დევნის საფუძველი არ არსებობს.
ამის შესახებ მან უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში, ტელეკომპანია „მე-5 არხისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ყველამ იცის, ვინ არის მერაბიშვილი და ყველამ იცის, რომ მას ერთი დოლარიც არ მოუპარავს. მას ფული საერთოდ არ ანაღვლებს. არსებობენ ადამიანები, რომლებიც იდეალისტები არიან და პერსონალურ გამორჩენას არ ელიან. ზოგიერთს საზღვარგარეთ წასვლა შესთავაზეს, ისინი წავიდნენ და რთული დრო უდგათ. მაგრამ მე ვიცი, რომ ეს არის ადამიანი, რომელმაც გაწირა საკუთარი თავი და ეს ნორმალურია საჯარო მოხელის მხრიდან. თუ ქვეყნის შეცვლა გინდა, ეს სწორედ ისაა, რაც უნდა გააკეთო" - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, მერაბიშვილმა შექმნა სისტემა, რომელმაც საქართველო ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო და ნაკლებად კორუმპირებულ ქვეყნად აქცია.
„და ისინი, ვინც თავის დროზე გაშვებულ იქნენ, ახლა მთავრობაში დაბრუნდნენ და მათ უმეტესობას შურისძიება სურს" - აღნიშნა სააკაშვილმა.