“მონადირე” ფერნანდელი

“მონადირე” ფერნანდელი

ცნობილ ფრანგ მსახიობ ფერნანდელს ნადირობა ძალიან უყვარდა. ერთხელაც მხარზე თოფი ჰქონდა გადადებული და უახლოესი ტყისაკენ მიიჩქაროდა. გზაში ნაცნობი შემოხვდა.

 

- ამას რას ვხედავ, ბატონო ფერნანდელ? თქვენ, ბუნების მეგობართა საზოგადოების წევრი, ცხოველთა სამყაროსადმი ჰუმანური დამოკიდებულების მომხრე და ნადირობა?

 

- კი მაგრამ, რატომ არ უნდა ვინადირო? – გაიცინა ფერნანდელმა. – მე ხომ ჩემს სიცოცხლეში ერთხელაც კი არ მომირტყამს ზუსტად მიზანში.