ლუბა ელიაშვილი კახა ბექაურის ადგილს დაიკავებს

ლუბა ელიაშვილი კახა ბექაურის ადგილს დაიკავებს

 „მე-9 არხის" გენერალური დირექტორის თანამდებობა კახა ბექაურმა დატოვა და ამის შესახებ განცხადებას ის მალე თვითონ გააკეთებს. გავრცელებული ინფორმაციით, მის ადგილს ლუბა ელიაშვილი დაიკავებს.

ბექაურთან ერთად ტელეკომპანია შესაძლებელია, რამდენიმე წამყვანმა სახემაც დატოვოს, თუმცა მათი ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება.

კახა ბექაური „მე-9 არხის“ გენერალური დირექტორის თანამდებობას  2012 წლის მარტიდან იკავებდა.