უმრავლესობის სხდომას ომბუდსმენობის მხოლოდ სამი კანდიდატი ესწრება

უმრავლესობის სხდომას ომბუდსმენობის მხოლოდ სამი კანდიდატი ესწრება

საპარლამენტო უმრავლესობასთან დაგეგმილ შეხვედრაზე, ომბუდსმენობის მხოლოდ სამი კანდიდატი მივიდა.

ამ წუთებში, უმრავლესობის დახურული სხდომა დაიწყო, რომელსაც დიმიტრი ლორთქიფანიძე, ლია მუხაშავრია და ნათია იმნაძე ესწრებიან.

როგორც შეხვედრის დაწყების წინ, ჟურნალისტებს ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ განუცხადა, გუშინ  ის ყველა კანდიდატს დაუკავშირდა, თუმცა, შეხვედრაზე მოსვლის გადაწყვეტილება სამმა ადამიანმა მიიღო.

კობახიძის ინფორმაციით, შეხვედრას თამარ გურჩიანი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ვერ ესწრება, უჩა ნანუაშვილი საზღვარგარეთაა, ხოლო გელა ნიკოლაიშვილმა შეხვედრაზე მისვლა საჭიროდ არ ჩათვალა.