კუდი და სოდი გაუქმდა

კუდი და სოდი გაუქმდა

შინაგან საქმეთა სამინისტროში სტრუქტურული რეფორმა განხორციელდა. მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ,  შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დღევანდელ სხდომაზე მინისტრებმა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტისა (კუდ-ი) და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ-ი) გაუქმების საკითხზე იმსჯელეს.

„ეს არის ის ცვლილება, რომელიც საზოგადოებას ხელისუფლებაში მოსვლამდე  დავპირდით. კუდ-ის ბაზაზე უკვე შეიქმნა ორი ახალი სამსახური - სახელმწიფო უსაფრთხოების და ანტიკორუფციული სააგენტოები. სოდ-ის დეპარტამენტი კი, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს შეუერთდა. შეიქმნა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი. ასევე, შეიქმნა რეფორმებისა და განვითარების ახალი სააგენტო და მინისტრის აპარატი“, - განაცხადა  ღარიბაშვილმა.