სოსო ჭაჭვლიანი:   დანაშაულია ავტომანქანა, რომ შევიძინე?

სოსო ჭაჭვლიანი: დანაშაულია ავტომანქანა, რომ შევიძინე?

გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი,  სოსო ჭაჭვლიანი სოციალურ ქსელებში საკუთარ ავტომანქანასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას, ტელეკომპანია „მაესტროს“ პრესკლუბში გამოეხმაურა.

ჯაჭვლიანის განცხადებით, მან ავტომანქანა განვადებით შეიძინა და აღნიშნა, რომ ფულის გადახდა  5-7 წლის განმავლობაში მოუწევს.

 „20 წლის განმავლობაში რამდენიმე ჯიპი მყავდა და მყავს. მე ვარ ის ადამაინი,  რომელმაც სცენარების  კონკურსში გაიმარჯვა და სახელმწიფომ გრანტი მომცა. ეს გრანტი სახელმწიფოს კაპიკ-კაპიკ დავუბრუნე, რატომ ამაზე არ საუბრობენ მაშინ? როცა მე ფილმებს ვიღებდი, ასეულობით ადამიანი დავასაქმე და ინვესტიცია შემოვიტანე საქართველოში, რატომ ამაზე არ საუბრობენ? იმ ინვესტიციით ასეთი 10-20 მანქანის შეძენა შეიძლებოდა.

წინა ავტომანქანა, რომელიც მყავდა, ამაზე ძვირადღირებულია.  საქართველში, თუ არსებობს ავტომაღაზია,  სადაც  შეიძლება  მიხვიდე და შეიძინო ავტომანქანა,  განა არ შეიძლება ? თუ ეს არ შეიძლება მაშინ,  არც ასეთი მაღაზიები უნდა იყოს.  ასე, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.  რა,  დანაშაულია ავტომანქანა, რომ შევიძინე?“, - განაცხადა ჯაჭვლიანმა.

უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ყოფილი ხელისუფლება „ჯიპის“ მოპარვაშიც დაადანაშაულა.

„2005 წელს,  სამხრეთ აფრიკაში მსოფლიო ჩემპიონატზე ვიყავით, ჩამოვედით და ახალთახალი „ლენდკრუიზერი“ მომპარა მთვარობამ გარაჟიდან. ამის დამამტკიცებელი საბუთები მაქვს“, - განაცხადა  ჯაჭვლიანმა.