პარლამენტში ომბუდსმენობის კანდიდატები იკრიბებიან

პარლამენტში ომბუდსმენობის კანდიდატები იკრიბებიან

ამ წუთებში, პარლამენტში სახალხო დამცველის კანდიდატები იკრიბებიან, რომელთაც უმრავლესობის სხდომაზე მოუსმენენ.

უმრავლესობასთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება და დეპუტატები კანდიდატთა  პრიორიტეტებს მისმენენ.

საკანონმდებლო ორგანოში უკვე მივიდნენ - ნათია იმნაძე და დიმიტრი ლორთქიფანიძე.

დიმიტრი ლორთქიფანიძე შეხვედრის საჯაროობას ითხოვს.

„ჩემი თხოვნა იქნება, რომ სხდომა ღია იყოს, რადგან მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრის შინაარსი საზოგადოებრისთვის ცნობილი გახდეს“, - დასძინა მან.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტი სახალხო დამცველს 13 დეკემბრამდე შეარჩევს.