პარლამენტის ფანჯრები დღეს პირველად გააღეს

პარლამენტის ფანჯრები დღეს პირველად გააღეს

360 მლნ ლარიან პარლამენტს ფანჯრები ჰქონია, რომელიც დღეს, პირველად გააღეს.  

21 ოქტომბრიდან, ანუ, საშემოდეგომო სესიის გახსნის დღიდან, რაც პარლამენტი ფუნქციონირებს საკანონმდებლო ორგანოში ფანჯრები არ გაუღიათ, დღეს კი, გამჭირვალე შენობის წრიულ პერიმეტრზე განლაგებული ფანჯრებია გაღებულია.

საქმე იმაშია, რომ დღეს უწყებას სამეცნიერო კვლევითი ფირმის - „გამას“ წარმომადგენლები ესტუმრნენ, რომელთაც შენობაში ჰაერის, ტემპერატურის, ტენიანობის, ხმაურის, წყლის, ვინტილაციისა და რადიოაქტიური ნივთიერებების სინჯები აიღეს. ნიმუშების პასუხები, მომავალ კვირას დაიდება, მაგრამ აპარატის თანამშრომლები აცხადებენ, რომ ფანჯრების გაღება, პარლამენტში სპეციალისტების მისვლას უკავშირდება.

გაღებული ფანჯრების გაღების საშუალებით კი, დღეს საკანონმდებლო ორგანოში ჰაერი უჩვეულოდ მოძრაობს, მაგრამ ამ ხერხით, შესაძლოა ფირმის დასკვნა ობიექტური არ იყოს.