ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ხონის საკრებულოს მოქმედ თავმჯდომარეს ასამართლებენ

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ხონის საკრებულოს მოქმედ თავმჯდომარეს ასამართლებენ

ამ წუთებში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ხონის საკრებულოს მოქმედ თავმჯდომარეს, გიორგი გელენიძეს ასამართლებენ.

არსებული ინფორმაციით, გელენიძეს ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას წაუყენებენ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან საპარლამენტო უმცირესობის ლიდერები არიან შეკრებილნი.

გელენიძე უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, აკაკი ბობოხიძის ძმის, ლევან ბობოხიძის ახლო გარემოცვის წევრია.