ჯორჯ სოროსი საქართველოს ეწვევა

ჯორჯ სოროსი საქართველოს ეწვევა

ღია საზოგადოების საქველმოქმედო ფონდების დამფუძნებელი და ხელმძღვანელეი ჯორჯ სოროსი საქართველოს ორდღიანი არაოფიციალური ვიზიტით ეწვევა.

ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ხელმძღვანელის ქეთი ხუციშვილის განცხადებით, ჯორჯ სოროსი საქართველოში ბუდაპეშტიდან ჩამოვა და შაბათ-კვირას დარჩება.

დროის სიმცირის გამო მედიისთვის საგანგებო პრესკონფერენცია არ იგეგმება.

სოროსი ფონდის ხელმძღვანელობას შეხვდება და მის მიმდინარე საქმიანობას გაეცნობა.

ამასთან, შესაძლებელია სოროსი იმ პოლიტიკურ ლიდერებსაც შეხვდეს, რომლებთანაც წლების განმავლობაში ურთიერთობა ჰქონდა.

ჯორჯ სოროსი საქართველოში 2004 წელს იმყოფებოდა.