გორში მეხანძრეები ხელფასების ზრდის და ჯანმრთელობის დაზღვევის მოთხოვნით, ქალაქის ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო აქციას მართავენ.
მეხანძრეების განცხადებით, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მუშაობას არ გააგრძელებენ.
მათი ინფორმაციით, სპეციალური სახანძრო მანქანები 26 წლის წინ არის გამოშვებული, მოძველებულია და წყალი გასდის.
ასეთ პირობებში კი, დაკისრებული მოვალეობების შესრულება უჭირთ.
ადგილობრივი ხელისუფლებიდან მეხანძრეებს ჯერ არავინ შეხვედრია, თუმცა არსებული ინფორმაციით, მათთან შეხვედრას გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ხმიადაშვილი გეგმავს.