ბესელია თაქთაქიშვილს რეგლამენტის დაცვას სთხოვს

ბესელია თაქთაქიშვილს რეგლამენტის დაცვას სთხოვს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, „ამინისტიის შესახებ“ კანონპროექტი კამათის ფონზე მიმდინარეობს.

სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიასა და უმცირესობის წევრებს შორის კამათის ერთ-ერთი მიზეზი რეგლამენტია, რომლის პროცდურების დაცვას უმრავლესობის წევრი ოპონენტებს სთხოვს.

თავდაპირველად, პროცედურულ საკითხებზე კამათი ბესელიასა და ჩიორა თაქთქიშვილს შორის დაიწყო. კერძოდ, სხდომაზე სასჯელაღსრულების სამინისტროს წარმომადგენელი პროექტზე საკუთარ რეკომენდაციებს წარადგენდა და თაქთაქიშვილმა მას სტატისტიკის წარდგენა მოსთხოვა. ბესელიამ კი, კოლეგას რეგლამენტის წესების დაცვა მოსთხოვა.

 „ქალბატონო ჩიორა ხელს გვიშლით. სანამ, რაღაცას იტყვით სჯობს, ერთი წამით დაფიქრდეთ“, - მიმართა ოპოზიციონერს ბესელიამ. „მხოლოდ სტატისტიკას ვითხოვ და ხელს არ გიშლით. თქვენ, რომ დაფიქრებულიყავით ამ პროექტს არ მოამზადებდით“, - უპასუხა თაქთაქიშვილმა. ბესელიამ კი კანონმდებელს წარსული გაუხსენა და განაცხადა, რომ წინა მოწვევის პარლამენტში კანონპროექტებს წაკითხვის გარეშე ამტკიცებდნენ.  

ამ წუთებში, კომიტეტზე მსჯელობა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.