როგორც გასულ კვირას გახდა ცნობილი, მსოფლიო შოუბიზნესის ყველაზე ცნობილი ჰომოსექსუალური წყვილი, კომპოზიტორი და მომღერალი ელტონ ჯონი და მისი პარტნიორი დევიდ ფერნიში მეორე ბავშვს ელოდებიან.
ელტონ ჯონისა და დევიდ ფერნიშის უკვე ჰყავთ ერთი შვილი, რომელიც სუროგატმა დედამ 2010 წლის 25 დეკემბერს გააჩინა. როგორც ცნობილი ხდება წყვილს მეორე შვილს იგივე სუროგატი დედა გაუჩენს.
სუროგატი დედის დახმარებით, შვილის გაჩენისთვის არაერთ ცნობილ ოჯახს მიუართავს. თავის დროზე ამ მომსახურეობით ისარგებლეს, ნიკოლ კიდმანმა, რომელსაც 2010 წელს სუროგატმა დედამ გოგონა გაუჩინა. იქამდე მას უკვე ჰყავდა ორი ნაშვილები და ერთი ბიოლოგიური შვილი.
იგივე გზას მიმართა „სექსი დიდ ქალაქშის“ ვარსკვლამა სარა ჯესიკა პარკერმაც. მსახიობმა პირველი შვილი თავად გააჩინა. 2009 წლის ივნისში, კი სუროგატი დედის დახმარებით კიდევ ერთი ბავშვი ეყოლა. 2005 წელს, 47 წლის შერონ სტოუნი მეორედ გახდა დედა. სუროგატი დედისა და ანონიმი დონორის დახმარებით.
უცნობი ქალისგან შვილის ყოლაზე, არც მამაკაცი ვარსკვლავები ამბობენ უარს, მაგალითად 2008 წლის აგვისტოში პუერტო რიკოელი მომღერალი, რიკი მარტინი სუროგატი დედის მეშვეობით ტყუპების მამა გახდა. მომღერალმა თავისი შვილების მომავალი დედა სუროგატი დედების კატალოში ფოტოებს მიხედვით აარჩია.