დღეს, 27 ნოემბერს, 19:00 საათზე, თიბისი გალერეაში პრემიერა გაიმართება. წარმოდგენილი იქნება საქართველოში პირველი საოპერო თოჯინური სპექტაკლი, ჯოაკინო როსინის „სევილიელი დალაქის“ მიხედვით.
სპექტაკლის რეჟისორია ბესო კუპრეიშვილი. სპექტაკლის წინ გათვალისწინებულია პროლოგი - ნოდარ ანდღულაძის შესავალი, რომელიც ბავშვებისათვის გასაგებ ენაზე ახსნის ოპერის შინაარსს.
ეს არის პირველი საოპერო თოჯინური სპექტაკლი, რომელსაც თავისი ფორმატითა და შესრულებით საქართველოში ანალოგი არ მოეძებნება. ის, გაფორმებულია ოპერის ორიგინალი ჩანაწერებით და ადაპტირებულია ბავშვებისათვის 4 წლიდან.
სპექტაკლი სტილიზებულად მიმსგავსებული იქნება დიდი საოპერო თეატრის ატმოსფეროსთან.