ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დეპუტატი გიორგი ჟვანია პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებოდა.

როგორც დაკითხვის შემდეგ გიორგი ჟვანიამ განაცხადა, გამოძიება უკვე დაწყებულია და პროკურატურას არსებული მასალები მიეწოდა.

თუ რა მასალებს ფლობს გამოძიება და ვისი დაკითხვა იგეგმება ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების მიზეზების დასადგენად, ყოფილი პრემიერის ძმა არ აკონკრეტებს.

„გამოძიება უკვე დაწყებულია. არსებობს მასალები და გამოძიების პროცესში კიდევ ბევრი ადამიანის დაკითხვა იგეგმება. მეტი დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ. ყველაფერს გამოძიება დაადგენს" - აღნიშნა გიორგი ჟვანიამ.