იასირ არაფატის გვამის ექსგუმაცია დაიწყო

იასირ არაფატის გვამის ექსგუმაცია დაიწყო

პალესტინის ლიდერის იასირ არაფატის სხეული მდინარე იორდანიის მახლობლად მდებარე რამალას მავზოლეუმიდან უკვე გადმოასვენეს და ექსპერტიზის ჩატარება დაიწყეს.

ექსპერტიზაში მონაწილეობას ფრანგი, რუსი და  შვეიცარიელი სპეციალისტები მიიღებენ.ექსპერტთა განმარტებით, ექსპერტიზის შედეგები რამდენიმე თვის შემდეგ გახდება ცნობილი.

პალესტინის ლიდერი 2004 წელს საფრანგეთში მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. მისი ოფიციალური გარდაცვალების მიზეზად გულსისხლძარღვთა დაავადება დასახელდა. თუმცა, რამდენიმე წლის შემდეგ, ალ–ჯაზირას ტელევიზიით გავიდა ფილმი,სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ იასირ არაფატის ტანსაცმელსა და ნივთებზე რადიოაქტიური ნივთიერება პოლონია 210–ის კვალი იქნა აღმოჩენილი. იასირ არაფატის ქვრივმა პალესტინის ხელისუფლებისგან გვამის სასწრაფო ექსგუმაცია მოითხოვა.

ბევრი პალესტინელი დღემდე თვლის, რომ იასირ არაფატი ისრაელის სპეცსამსახურებმა მოწამლეს.