უსუფაშვილი ნაყოფიას განცხადებას ეხმაურება

უსუფაშვილი ნაყოფიას განცხადებას ეხმაურება

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე, უმცირესობის წევრის, კობა ნაყოფიას განცხადებას ეხმაურება.

როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე უსუფაშვილმა განაცხადა, გასულ კვირას, პარლამენტს ფართით უზრუნველყოფის თხოვნით 118 დეპუტატმა მიმართა, რომელთა შორის კობა ნაყოფიას განცხადებაც იყო.

„განცხადებას ხელს ნაყოფიაც აწერდა, შესაბამისად, რაიმე უხერხულობა რომ არ შეიქმნას, სჯობს საკითხი გაარკვიოთ“,- მიმართა საპროცედურო საკითხთა კომიტეტს უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, from.ge-მ მასალა გამოექვეყნა, სადაც აღნიშნული იყო, რომ 118 კაციან სიაში ბიზნესმენები -  კობა ნაყოფია და გოგი თოფაძეც მოხვდნენ. ნაყოფიამ კი, ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ  „არ ვიცი, სიაში ვინ შემიყვანა. ამას გავარკვევ. თუმცა, თავიდან მკითხეს - ქუთაისში ბინა გჭირდებაო? - ვუპასუხე, რომ კი  მჭირდებათქო. დანარჩენი როგორ და რა გადაწყდება, ამას გავარკვევ“.

ამ შეფასებას კი, დღეს დავით უსუფაშვილი გამოეხმაურა. უმცირესობამ კი განაცხადა, რომ არსებულ ვითარებაში გაერკვევა.