ავსტრიაში ყოფილ შს მინისტრს ასამართლებენ

ავსტრიაში ყოფილ შს მინისტრს ასამართლებენ

ავსტრიის ყოფილ შს მინისტრი და ევროპარლამენტის ექს-დეპუტატი ერნსტ შტრასსერი დღეს ვენაში სასამართლოს წინაშე წარსდგა. ყოფილ მინისტრსა და დეპუტატს კორუფციაში ადანაშაულებენ. BBC News-ის ინფორმაციით, სამხილებად ბრიტანელი ჟურნალისტების ფარული ვიდეოჩანაწერი გამოიყენეს.

პროკურატურის განცხადებით, შტრასერმა, როდესაც ის ევროპარლამენტის წევრი გახლდათ,  The Sunday Times ჟურნალისტბს „ლობისტობაში“  ყოველწლიურად 100 000 ევროს გადახდა მოსთხოვა, ამის სანაცვლოდ კი ექსდეპუტატი მათ კანონპროექტში კლიენტებისთვის სასურველი ცვლილების შეტანას შეჰპირდა.

შტრასსერი უარყოფს ბრალდებას და აცხადებს, რომ ის მიხვდა, რომ ლობისტები მას ატყუებდნენ, ამიტოკ ის ეშმაკობაზე წავიდა და სწორედ ამიტომ დათანხმდა მათ წინადადებას, რათა გაეგო რა უნდაოდათ მათ სინამდვილეში. 

ავსტრიის ყოფილ შს მინსიტრს, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში,  10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.