შემოსავლების სამსახურის ყოფილი უფროსი  ჯაბა ებანოიძე  დაკითხვაზეა

შემოსავლების სამსახურის ყოფილი უფროსი ჯაბა ებანოიძე დაკითხვაზეა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში შემოსავლების სამსახურის ყოფილი უფროსის ჯაბა ებანოიძის დაკითხვა მიმდინარეობს. ებანოიძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ადვოკატ მამუკა ჭაბაშვილთან ერთად მივიდა.

ებანოიძის განცხადებით, იგი საგამოძიებო სამსახურში მოწმის სახით დაკითხვაზე დაიბარეს.

„რა თემაზე დამიბარეს არ ვიცი. დამიბარეს მოწმის სახით დაკითხვაზე. სავარაუდოდ, ეს დაკითხვა ჩემი საქმიანობის ბოლო ეტაპს – შემოსავლების სამსახურში საქმიანობას უნდა უკავშირდებოდეს. თუმცა კონკრეტულად რა მიმართულებაა, ვერ გეტყვით, რომ გამოვალ ყველაფერს შემდეგ მოგიყვებით. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება“,- განაცხადა ებანოიძემ.