რუსთავში  მუნიციპალური ტრანსპორტის  მუშაობა ხვალიდან განახლდება

რუსთავში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა ხვალიდან განახლდება

რუსთავში მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლებსა და რუსთავის მერის ლაშა მინდელის შორის შეთანხმება შედგა. შესაბამისად, რუსთავში მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას ხვალიდან განაახლებს. რუსთავის მერის ლაშა მინდელის განცხადებით, მძღოლების ძირითადი მოთხოვნები დაკმაყოფილდება.

რაც შეეხება მძღოლების მოთხოვნას, რუსთავის მუნიციპალური ტრანსპორტის სამსახურის ამჟამინდელი უფროსის, მამუკა მუმლაძის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, ლაშა მინდელის განცხადებით,  პრეტენზიებს, რაც მძღოლებს აქვთ მუმლაძისადმი,  რუსთავის საკრებულოსთან არსებული კომისია შეისწავლის.

მისი თქმით, თუ დადასტურდება შესაბამისი ბრალდებების სიმართლე, მაშინ მამუკა მუმლაძეს სამსახურიდან გაათავისუფლებენ.

რაც შეეხება მძღოლების მოთხოვნას ხელფასის გაზრდასთან დაკავშირებით,  ლაშა მინდელის თქმით,  მძღოლებს ხელფასები 2013 წლის 1-ელი იანვრიდან გაეზრდებათ.

ცნობისთვის, რუსთავში ავტობუსების მძღოლები ორი დღის განმავლობაში იყვნენ გაფიცულები. მძღოლებს 10-პუნქტიანი მოთხოვნები ჰქონდათ.