ცაგარეიშვილი: თუ არქიფო პრეზიდენტზე ხარ შეყვარებული, სჯობს, დაკავებული თანანდებობა დატოვო

ცაგარეიშვილი: თუ არქიფო პრეზიდენტზე ხარ შეყვარებული, სჯობს, დაკავებული თანანდებობა დატოვო

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ ზოგიერთი ელჩი ზიანს ქართულ სახელმწიფოს აყენებენ და არა „ქართულ ოცნებას“.

როგორც from.ge-ს ცაგარეიშვილმა განუცხადა, პოსტებზე ელჩების დანიშვნა და  გათავისუფლება საქართველოს პრეზიდენტის პრეროგატივაა.

„თუ ძველ ხელისუფლებასთან თანამშრომლობ, არქიფო პრეზიდენტზე ხარ შეყვარებული და მის გამო, წყნარ ოკეანეში გადაეშვები, სჯობს, დაკავებული თანანდებობა დატოვო და ქვეყანას ზიანი არ მიაყენო“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

კანონმდებელის ინფორმაციით, წლების წინ, ის ეუთოს საპარლამენტო ანსაბლეაში მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი იყო, თუმცა, ხელისუფლების წინააღმდეგ არცერთი დემარში არ განუხორციელებია, რადგან ამით, ქვეყნის ინტერესებს იცავდა და არა ხელისუფლების.

შეგახსენებთ, რომ დღეს, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ფრანგული პრესა ხელისუფლების მწვავე კრიტიკით აჭრელებულია. ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ამ ფაქტს ძველი ელჩების თანამდებობებზე დატოვებას უკავშირებს და მათი გამოცვლის აუცილებლობაზე საუბრობს.