დავით უსუფაშვილი გაჩეჩილაძის მიერ სხვისი პულტის გამოყენების საკითხით დაინტერესდა

დავით უსუფაშვილი გაჩეჩილაძის მიერ სხვისი პულტის გამოყენების საკითხით დაინტერესდა

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საპროცედურო საკითხთა კომიტეტს დეპუტატ გია გაჩეჩილაძის მიერ კოლეგის პულტის გამოყენების მიზეზის შესწავლას სთხოვს.

როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, უსუფაშვილმა განაცხადა, ბოლო პლენალურ სხდომაზე, ერთ-ერთმა დეპუტატმა სხვისი პულტი გამოიყენა.

„ამის თაობაზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს ვთხოვ, რომ ეს საკითხი შეისწავლოს - თუ რა მოხდა. კომიტეტის წარმომადგენლებს ვთხოვე, რომ  ბიუროს მომავალ სხდომაზე დასკვნა წარმოგვიდგინონ“,  - დასძინა უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გია გაჩეჩილაძემ გასულ კვირას, პლენარულ სხდომაზე სხვისი პულტი გამოიყენა. ანუ, მეშვიდე მოწვევის პარლამენტის ტრადიცია უმრავლესობის წევრმა გააგრძელა და პულტით სარგებლობის პირველი ფაქტიც დაფიიქსირდა.