ავღანეთში 10 000 ამერიკელი სამხედრო დარჩება

ავღანეთში 10 000 ამერიკელი სამხედრო დარჩება

ამერიკის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 2014 წლიდან ავღანეთში მხოლოდ 10 000 სამხედრო დარჩება. ამ დროისთვის იგეგმება ქაბულისთვის ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისგების გადაცემა და ამერიკის ძირითადი სამხედრო კონტიგენტის ქვეყნიდან გამოყვანა. იმისთვის, რომ ამერიკელმა სამხედროებმა ისევ გააგრძელონ ქვეყანაში ყოფნა, ამისთვის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის მხარდაჭერაა საჭირო.

გავრცელებული ინფორმაციის თანამხად, კარზაი თანახმაა ამერიკელი ჯარისკაცები ისევ დარჩნენ ქვეყანაში ორი წლის შემდეგაც, თუმცა ერთი პირობით-ისინი დაექვემდებარონ ავღანურ სასამართლოს.

ზოგიერთი ანალიტიკოსის ინფორმაციით, იმისთვის რომ ქვეყანაში უსაფრთხოება შენარჩუნდეს, ავღანეთში, მინიმუმ 30 000 ამერიკელი ჯარისკაცი უნდა იმყოფებოდეს.