ირაკლი ზარქუა: არ ვიცი, ანიტას და მის ბელადს რა ჩანაფიქრი აქვთ, მაგრამ ვინც კანონს დაარღვევს, ყველა თანასწორია, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის, რას წარმოადგენს, ოპოზიციაა თუ რიგითი წევრი

ირაკლი ზარქუა: არ ვიცი, ანიტას და მის ბელადს რა ჩანაფიქრი აქვთ, მაგრამ ვინც კანონს დაარღვევს, ყველა თანასწორია, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის, რას წარმოადგენს, ოპოზიციაა თუ რიგითი წევრი

არ ვიცი, ანიტას და მის ბელადს რა ჩანაფიქრი აქვთ, მაგრამ მთავარი ერთია, ვინც დააშავებს და ვინც კანონს დაარღვევს, ყველა თანასწორია, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის, რა არის და რას წარმოადგენს, ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, სამართლებრივი სახელმწიფო გვაქვს და ის, ვინც ზღვარს გადავა, დაარღვევს კანონმდებლობას, რეაგირება ადეკვატური იქნება.

ოპოზიციაა თუ რიგითი წევრი, მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ სამართლებრივი სახელმწიფო გვაქვს და ის, ვინც ზღვარს გადავა და კანონმდებლობას დაარღვევს, ბუნებრივია, ვინც არ უნდა იყოს, რეაგირება ადეკვატური იქნება. ბელადი, მზეთუნახავი იქიდან რას იტყვის, ეს ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა, რადგან მისი ამოცანაა, საზოგადოება დაძაბოს და ქაოსში შეიყვანოს. ჩვენთვის ეს ნაკლებად საინტერესოა.

ერთი ვიცით, რომ ამ ქვეყანაში ვიდრე მმართველი პარტია არის ქართული ოცნება“, მშვიდობა იქნება და ეკონომიკურ განვითარებაზე ვიქნებით აქცენტირებული. ვიდრე მმართველი პარტია ქართული ოცნებაა“, აქცენტირებული ვიქნებით, რომ ჩვენს მოქალაქეებს კიდევ უფრო მეტად შევუქმნათ უკეთესი საცხოვრისი, უკეთესი პირობები ცხოვრებისთვის და ყველაფერი გავაკეთოთ როგორც ინფრასტრუქტურულ, ისე ცხოვრების ნაწილში, რომ ეს ქვეყანა უფრო უკეთესი და უკეთესი იყოს“, განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მარბიელი რატომ არ ეუბნებით ხალხს ვინ უხდიდა თვიურად 5-5 ათასს ხაბეს და შავნოდარას? თუ რამეს იტყვით, ბოლომდე უნდა თქვატ ხალხი სათამაშო არაა!
19 საათის უკან
კანუდოსელი თვითონ უხდიდნენ და ამას ხომ არ იტყვიან, ჩვენი კაცია ხაბე და შავნოდარაო.
16 საათის უკან